თბილისელ აბონენტებს ზამთრის პერიოდში კომუნალურ სუბსიდიაზე უარის თქმა ნებაყოფლობით შეუძლიათ

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ „კომუნალური სუბსიდირების“ პროგრამით სარგებლობაზე აბონენტის მხრიდან ნებაყოფლობით უარის თქმის ელექტრონული ფორმა დაამტკიცა, ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისელ აბონენტს, ვისაც სურს უარი განაცხადოს კომუნალური სუბსიდიის მიღებაზე, დედაქალაქის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსების შესაძლებლობა ექნება. კომუნალური სუბსიდია, რომელიც ზამთრის პერიოდზე ვრცელდება და მოიცავს დასუფთავების, ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადს, სულადობის მიხედვით შეადგენს – ერთსულიან ოჯახზე 14,10 ლარს, ორსულიანზე – 16,60 ლარს, სამსულიანზე – 19,10 ლარს და ოთხ და მეტსულიანზე – 21, 06 ლარს. მოქალაქეთა მიერ კომუნალურ სუბსიდიაზე ნებაყოფლობითი უარის თქმის შემთხვევაში, თანხა დარჩება დედაქალაქის ბიუჯეტში და გადანაწილდება ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამასა და, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები