მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა შეუწყდა. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.
სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების რეკომენდაციით პრეზიდენტის ადმინისტრაციას იუსტიციის სამინისტრომ 3 დეკემბერს მიმართა.
სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ის უკრაინის მოქალაქე გახდა და ოდესის გუბერნატორად დაინიშნა.