ნატოს ქვეყნების ხომალდები შავ ზღვაში შედიან

ნატოს ესკადრა, რომელშიც აშშ-ს საესკადრო ნაღმოსანი „როსი“ და კანადის, ესპანეთისა და პორტუგალიის სარაკეტო ფრეგატები შედიან, შავ ზღვაში შევიდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება, რომელიც ბოსფორის სრუტეში ამ გემების გავლის ფოტოებს აქვეყნებს. აშშ-ს მეექვსე ფლოტის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ „როსი“ შავ ზღვაში „უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ შედის. თურქული გაზეთ Hurriyet-ის ინფორმაციით, შავ ზღვაში ნატოს ხომალდების შესვლა რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის ფონზე ხდება, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები