რევოლუცია ესთეტიკური მედიცინის სფეროში – “ნიროლინი” უკვე საქართველოშია (ფოტო-ვიდეო)

ისრაელის ესთეტიკური სამკურნალო საშუალებების ბრენდი “ნიროლინი” უკვე საქართველოშია.
ნანოტექნოლოგიით დამზადებული მაღალი კონცენტრაციის უნიკალური ბრენდი “ნიროლინი”, ქალბატონების კანის სილამაზისა და რაც მთავარია, სიჯანსაღის საუკეთესო საშუალებაა.
როგორც კომპანია “დოქტორ დან საქართველოს” ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მანანა ლაბაძემ “კვირას” განუცხადა, იგი იმედოვნებს, რომ ქართული საზოგადოება აიტაცებს ამ ბრენდს და მისი ერთგული მომხმარებელი გახდება.1
“პროდუქცია არის საქართველოსთვის. მე, როგორც ამაყ ქართველს, მინდა, ეს ძალიან მაღალ მეცნიერულ დონეზე დაფუძნებული პრუდქცია საქართველოს მოსახლეობამ მოიხმაროს და ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს. სილამაზე კი ბედნიერების განმაპირობებელია, რადგან ქალი, რომელიც კარგ ფორმაშია და კომპლიმენტებს იღებს, ბედნიერია და ირგვლივ ყველას აბედნიერებს. “ნიროლინი” არის ისრაელის პროდუქცია, თუმცა, პროდუქციის ქიმიურ ინგრედიენტებს ჩვენ ვყიდულობთ სინერონის ლაბორატორიაში, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სწორედ სინერონის პროდუქციიდან ვქმნით ჩვენ კრემს.
რატომ არის ჩვენი კრემები უნიკალური? რადგან ჩვენი პროდუქცია მაღალ მეცნიერულ დონეზეა შექმნილი და ამ ინგრედიენტებს ჩვენი მეცნიერ-პროფესორი ამუშავებს, რომელიც მსოფლიოში და, მით უფრო, ისრაელში, ძალიან ცნობილია, ამიტომ ჩვენი კრემის ხარისხი ეჭვმიუტანელია. ჩვენი კრემი ნანოტექნოლოგიით მზადდება და კანში შეწოვის სწრაფი ეფექტი აქვს. ამ კრემით ისეთი შედეგების მიღწევა შეგვიძლია, რომელსაც, ძირითადად, პილინგებით, მეზოთერაპიით, აგრესიული ოპერაციებითა და აგრესიული ნემსებით ვაღწევთ.
ჩვენი პროდუქცია ზრუნავს როგორც ლამაზ, მოვლილ, ასევე ჯანსაღ კანზე, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს. კრემი მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელში არ გაიყიდება, მისი შეძენა მხოლოდ კერძო შეკვეთებით იქნება შესაძლებელი, რადგან ჩვენი პროდუქტი სამედიცინო ნაწარმია. იმედი მაქვს, ქართველი მომხმარებელი აიტაცებს ამ ნაწარმს და დარწმუნებული ვარ, მისი ერთგული მომხმარებელი გახდება”, – განაცხადა მანანა ლაბაძემ.2
თუ რატომ არის უნიკალური “ნიროლინის” პროდუქტი, ამის შესახებ კომპანია “დოქტორ დან საქართველოს” ფილიალის წარმომადგენელი, თინათინ ლაბაძე “კვირას” ესაუბრა.
“დოქტორ დან საქართველოს” აქვს ექსკლუზიური ხაზი, რომელიც განსხვავებულია ჩვეულებრივი კოსმეტიკისგან, რადგან ეს არის ფარმაკოლოგიურ კვლევებზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელიც ქალის ყველა სამედიცინო პრობლემას მოაგვარებს. ნაოჭები იქნება ეს, თუ პიგმენტაცია, “ნიროლინი” ქალის კანის სიჯანსაღისა და სილამაზისთვის საუკეთესოა.
“ნიროლინს” აქვს არა მხოლოდ დამატენიანებელი, არამედ – სამკურნალო საშუალებები, რომელიც არის გამოცდილი, მრავალწლიანი პრაქტიკის და არის აპრობირებული.
“ნიროლინი” დამზადებულია ნანოტექნოლოგიით, უშუალოდ, უჯრედშიდა განთავსებით.
“ნიროლინი” არის მაღალკონცეტრირებული და მაქსიმალურად შეღწევადი. აი, ეს არის ის, რაც გვაძლევს მაღალ და ეფექტურ შედეგს”, – განაცხადა თინათინ ლაბაძემ.
“ნიროლინის” წარდგინებას თბილისში ფართო აუდიტორია დაესწრო, მათ შორის კოსმეტოლოგები, მეცნიერები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები.
როგორც მათ “კვირას” განუცხადეს, ისინი დაინტერესდნენ ბრენდით და სამომავლოდ კომპანიასთან თანამშრომლობას აპირებენ.4
ნაირა ხარხელი: “პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო, ინფორმაცია სრულად მივიღეთ, ჩვენ ვითანამშრომლებთ კომპანიასთან და შედეგებსაც, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით. კარგი იქნება, თუ დერმატოლოგები კიდევ უკეთ შეისწავლიან პროდუქტს”.
როგორც “კვირას” კომპანია “დოქტორ დან საქართველოს” წარმომადგენელმა საქართველოში, თინათინ ლაბაძემ განუცხადა, პროდუქციის შეძენა მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთებით იქნება შესაძლებელი.

(R)

7

8

მ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები