„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ბავშვებს „სასიკვდილო დახუჭობანას“ ათამაშებენ. „თამაშის“ მიზანია, გამოქვაბულში ტყვეს მოძიება და მისი სიკვდილით დასჯა. ასე ამზადებენ ჯიჰადისტები „ისლამური სახელმწიფოს“ მომავალ ტერორისტებს.
ვიდეოჩანაწერზე ასახული ბავშვების ასაკი 10 წელს არ აღემატება. გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, რომელმაც ეს ვიდეო გამოაქვეყნა, ვიდეორგოლი რეჟისურის თვალსაზრისით საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული. გამოცემამ ასევე ექვსი პატარა ჯალათის ვინაობა დაადგინა – ისინი ტაჯიკეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან არიან. ვიდეო სირიაში, ქალაქ დეირ-ეზ-ზორას მახლობლად არის გადაღებული.