სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა შესაძლოა, 300 ლარით დაჯარიმდეს

სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა, 300-ლარიანი ჯარიმით შეიცვალოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა შსს-ში განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
“მაგალითად, დღეისთვის ასეთი ვითარებაა, სასწრაფოსთვის გზის არდათმობა მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯება, თუმცა ამის სავალალო სტატისტიკა გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასწრაფოსთვის, სახანძროსთვის და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა ასე მკაცრად არ უნდა ისჯებოდეს, თუმცა ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს და, მართვის მოწობის ჩამორთმევის ნაცვლად, ეს დაისჯება 300-ლარიანი ჯარიმით”, – განაცხადა ხუციშვილმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, 40 კილომეტრ/საათის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50- ლარიან სანქციას გამოიწვევს, ხოლო 40 კილომეტრ/საათზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა.
“ალბათ, ბევრი შენიშნავდით, როდესაც თქვენ თქვენს ზოლში მოძრაობთ და ხედავთ, შუქნიშანზე გაჩერებული მანქანების, ან „საცობის“ შემთხვევაში, როგორ გადაკვეთს გზას რომელიმე თავხედი მძღოლი და საპირისპირო ზოლში პარალელურად მოძრაობს იმისთვის, რომ გაასწროს ამ რიგს. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და, ჩვენი ინფორმაციით, „საცობების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევია, ამიტომ ასეთი შემთხვევებიც 300- ლარიანი ჯარიმით დაისჯება. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც გამკაცრდება”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები