შს სამინისტრო ჯარიმებთან ერთად, მძღოლებს ქულების სისტემით შეაფასებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომელსაც უწყება განახორციელებს. მისი თქმით, დაწესდება სპეციალური ქულები, რომლის მიხედვითაც მოძრაობის წესების დარღვევა შეფასდება.
„შემოვიღებთ ქულების სისტემას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მძღოლს, ვინც ფლობს მართვის მოწმობას, მიანიჭებს 100 ქულას ერთი წლის განმავლობაში, ხოლო დარღვევების შემდეგ მძღოლებს მოაკლდებათ ამ ქულების ლიმიტიდან შესაბამისი ოდენობის ქულა, რომელიც კონკრეტულ დარღვევაზე იქნება მიბმული. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს იმას, რომ მხოლოდ კონკრეტულად ჯარიმის გადახდა არ იყოს დარღვევის ინდულგენცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები