კახა კალაძე ტექდათვალიერებაზე: კვლევები მოგვცემს რეალურ შედეგს, რა სურს მოსახლეობას

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კვლევების მიხედვით დადგინდა, ტექდათვალიერების შემოღება რამდენად მტკივნეული იქნება მოსახლეობისთვის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის შესაძლოა, ეს არც იყოს მტკივნეული, “ამიტომ, საჭიროა კვლევების ჩატარება, რათა მივიღოთ რეალური სურათი, თუ რა ხდება ამ მიმართულებით და რა განწყობა აქვს მოსახლეობას”.
“ვფიქრობ, კვლევები მოგვცემს რეალურ შედეგს, რა სურს მოსახლეობას. თუმცა, ალბათ, ყველანი დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია არსებული მდგომარებით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები