დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” შემავალ ახალ ქვეკომპონენტებზე ისაუბრა

24 თვის მანძილზე მოვახდენთ დაფინანსებას, ასევე იქნება თანაუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რომელიც სესხის 50%-ს შეადგენს, – ამის შესახებ ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” შემავალ ახალ ქვეკომპონენტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ახალ კომპონენტთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სასტუმროებისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
“ეს არის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების: „ფრანჩიზის“, როიალტის“ გადასახადის სუბსიდირება პირველი 2 წლის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 300 ათასი ლარის ოდენობით. ასევე მოვახდენთ კომერციული ბანკებიდან აღებული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას. აქაც გვაქვს გარკვეული ზღვარი დაწესებული. 5 მილიონი ლარი შეიძლება იყოს მაქსიმალური ზღვრული თანხა სესხის საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში და მილიონი უკვე არაბრენდირებული სასტუმროს შემთხვევაში. 24 თვის მანძილზე მოვახდენთ დაფინანსებას, ასევე იქნება თანაუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რომელიც სესხის 50%-ს შეადგენს”, – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება კინოინდუსტრიის ნაწილს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით კვალიფიციური ხარჯების 20% ანაზღაურდება.
“კინოინდუსტრიის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის ქმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს. რეალურად, ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა. იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში გვაქვს, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გაახალისხებს და გააახლებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა შევქმნათ”, – განმარტა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები