ნინო გვენეტაძე ლევან მურუსიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შეაფასებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ლევან მურუსიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრებს.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრება გამჭვირვალედ, ყველა წესისა და სტანდარტის დაცვით ჩატარდება.
“ჩვენ წინა შემთხვევაშიც, როდესაც სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლი გამოვიყენეთ და ჩვენი ერთ-ერთი წევრი გადაინიშნა, დაწინაურდა სააპელაციო ინსტანციაში, მაშინ ეს პრაქტიკა დაინერგა, რომ მან არ მიიღო მონაწილეობა საკონკურსო პოზიციებში, გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცედურებში. დღეს ვნახოთ, საკითხი როგორ გადაწყდება. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომლებიც გაკეთებულია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალედ, ყველა წესისა და სტანდარტის დაცვით ჩავატაროთ გასაუბრება”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების ვაკანსიების შევსება და კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. საბჭოს წევრები დღეს 12 კანდიდატს მოუსმენენ, რომელთა შორის იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივანი ლევან მურუსიძე არ არის, თუმცა მურუსიძე კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები