დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვაზე: პროექტი ერთი დღითაც არ შეფერხებულა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პრეროგატივა ეკუთვნის პარლამენტს, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრამა დავით სერგეენკომ პენსიის 20 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სერგეენკომ ასევე შეაფასა ოპონენტების კრიტიკა იმის შესახებ, რომ საყოველთაო ჯანდაცვისათვის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის და აღნიშნა, რომ პროექტი ერთი დღითაც არ შეფერხებულა.
“საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პრეროგატივა ეკუთვნის პარლამენტს. წარდგენილ პროექტზე პარლამენტში იმსჯელებენ და მისი პრეროგატივაა, რომ დაამტკიცოს ასეთი, ან სხვა სახით.
გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, არ დავიზარებ იმას, რომ ყოველთვის გავაკეთო კომენტარი, რაც დღის განმავლობაში ათეულობით გამიკეთებია. ბევრჯერ გაჟღერებულა აპოკალიფსებზე, რომ დაიქცევა საყოველთაო ჯანდაცვა. წელიწადი მთავრდება და საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ერთი დღითაც არ ჰქონია შეფერხება პროექტს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.