უჩა ნანუაშვილი იან კელის შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. მხარეების შეხვედრა გაცნობი ხასიათს ატარებდა.
ომბუდსმენმა დიპლომატს საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მართლმსაჯულების, პენიტენციური სისტემისა და პროკურატურის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები და არსებული გამოწვევები განიხილა; ისაუბრა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე.

უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოსამართლეთა დანიშვნა/დაწინაურების პროცესზე და ხაზი გაუსვა რეკომენდაციებს, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკვე გადაუგზავნა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობა; სახალხო დამცველის რეკომენდაციები და სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე ახალი პროექტები. ამასთან, უჩა ნანუაშვილმა იან კელის დეტალურად ადამიანის უფლებათა აკადემიის შექმნის იდეა გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები