ოლეგ მელნიკოვი: იმ დროს რომ სიმართლე მეთქვა, ახლა კუკიაზე ვიქნებოდი

ოლეგ მელნიკოვი საქალაქო სასამართლოში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაიკითხა. მოწმის სახით დაკითხული ოლეგ მელნიკოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლესთან – ელენე გოგუაძესთან პირისპირ წარდგა და მან მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, დათა ახალაიას და ზურა ადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
როგორც მოწმე მელნიკოვმა პროცესზე განაცხადა, თუ იგი სიმართლეს წინა ხელისუფლების დროს იტყოდა, შესაძლებელი იყო, დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო. მისი თქმით, მთავრობა შეიცვალა და მას ახლა სიმართლის თქმა შეუძლია.
“იმ დროს რომ მეთქვა, ახლა ვიქნებოდი კუკიაზე”,- განცხადა მელნიკოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების შესახებ საკითხი. ოლეგ მელნიკოვი ბრალდების მხარის მთავარი მოწმის სტატუსით იკითხება, რომელიც უშუალო მონაწილე იყო იმ პროცესებისა, თუ როგორ ვითარდებოდა გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული.
“ოლეგ მელნიკოვი დაადასტურებს ამ გარემოებებს, იმ „ვიზიტებს“, რომელიც ხორციელდებოდა მაშინდელი კუდ-ის ხელმძღვანელ დათა ახალაიას, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის, ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შავნაბადას რეზიდენციაში. ის დაადასტურებს, რა ხდებოდა მანამდე და შემდგომ გირგვლიანის საქმის ირგვლივ. რაც შეეხება სხვა მოწმეებს, ისინი ეტაპობრივად დაიკითხებიან”,- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები