რატომ ეწერება „რუსთავი 2“-ის ყველა საქმე საკონსტუტიციო სასამართლოს პირველ კოლეგიას – მანანა კობახიძის პასუხი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მანანა კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ, ჟურნალისტების კითხვებს – რატომ ეწერება „რუსთავი 2“-ის ყველა საქმე პირველ კოლეგიას და შეიძლება თუ არა ეს მომენტი აჩენდეს კითხვებს საკონსტუტიციო სასამართლოს მიმართ, უპასუხა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ეს არის ეჭვის საფუძველი. „იცით რა არის, სწორედ ეს არის ეჭვის საფუძველიც, რატომ ხდება მუდმივად რომ „რუსთავი 2“ -ის საქმეს იხილავს პირველი კოლეგია, არ ენდობიან მეორე კოლეგიას, თუ ეს არის რაღაცა უფრო მეტი გარანტია, რომ ეს კოლეგია ნამდვილად დააკმაყოფილებს მათ ყველა მოთხოვნას. არ უნდა ჩნდებოდეს ასეთი კითხვები, სწორედ ეს არის ჩვენი წუხილის საგანი“,  – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები