ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს

შევიტანე განცხადება, რომლის თანახმადაც, მე მონაწილეობას ვღებულობ სააპელაციო ინსტანციაში მოსამართლედ გამწესების კენჭისყრაში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს.
მისი თქმით, ეს არის აბსოლუტურად კანონიერი მოქმედება და მას კანონიერი უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში.
“ეს დასამალი არ არის. შევიტანე განცხადება, რომლის თანახმადაც, მე მონაწილეობას ვღებულობ სააპელაციო ინსტანციაში მოსამართლედ გამწესების კენჭისყრაში. ეს არის აბსოლუტურად კანონიერი მოქმედება. როგორც მოსამართლეს, სრულიად კანონიერი უფლება მაქვს, მონაწილეობა მივიღო კენჭისყრაში. დანარჩენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია”, – განაცხადა მურუსიძემ.
მუსერიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის დღევანდელ განცხადებასაც ეხმაურება. მისი თქმით, ხატიაშვილმა კარგად იცის, რომ პრეზიდენტს არანაირი კანონიერი უფლება არ აქვს, რომ საბჭოს საქმიანობაზე რაიმე გავლენა მოახდინოს. “ეს არის ხელოვნურად აგორებული თემა და ძალიან კარგად ჩანს იქიდანაც, რომ ბატონი ზაზა არის ადვოკატი და მან ძალიან კარგად იცის, რომ პრეზიდენტს არანაირი კანონიერი უფლება და თეორიული შანსიც არ აქვს იმის, რომ საბჭოს საქმიანობაზე რაიმე გავლენა მოახდინოს. არა მგონია, პრეზიდენტს ამის სურვილი ჰქონდეს. ეს გადაწყვეტილება მისაღებია მხოლოდ სასამართლო სისტემის და უმაღლესი საბჭოს მიერ. ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ზაზამ. თუმცა მას სურდა, რომ ეს თემა აეწია, ყოფილიყო აჟიოტაჟი და მიმართა პრეზიდენტს”, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები