მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ გაზეთ “ალიაში“ მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა.
საუბარია გია სოსანაშვილის საქმესთან, „ტვ 25“-ისა და ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალაზე.
„სოსანაშვილის საქმეს რაც შეეხება, მე აქამდე ვიყავი საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი, იური ვაზაგაშვილის განზრახ-დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმე საგამოძიებო ნაწილის გამოძიებულია და გამოძიებულია სწორად. ამ საქმეზე განაჩენიც დამდგარია და სოსანაშვილს მისჯილი აქვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება ბრალდებებს, ჩვენ გამოძიების ეტაპზევე გადავამოწმეთ თითოეული ის ვერსია, რაც სოსანაშვილმა და მისმა ადვოკატმა დააყენეს და თითოეული იმ ვერსიის ირგვლივ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ ჩემი მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
TV25-ს რაც შეეხება, 2013 წლის დეკემბერში პროკურატურის თანამშრომელი არ ვიყავი. პროკურატურაში 2014 წლის იანვარში მოვედი, შესაბმისად ამ საქმესთან იქამდე არანაირი შეხება არ მქონია. რაც შეეხება ხოფის ბაზრობას, რაც ეს გაჟღერდა, ამის მერე დავინტერესდი და ეს საქმე საერთოდ გამოსაძიებლად იმ დანაყოფს არ ჰქონდა, რომელშიც მე მაშინ ვმუშაობდი. ამ საქმესთან შემხებლობა არ მქონია“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები