ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4001 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4021 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5410 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5441 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები