უკრაინული მედია – სააკაშვილი პოროშენკოს ოპოზიციაში გადასვლით აშანტაჟებს (ვიდეო)

გამოცემა Українська революція უკრაინის მთავრობაში მომუშავე ქართველებზე სკანდალურ სტატიას აქვეყნებს.
„საქართველოდან წამოსული ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ და ბევრ რამეს აკონტროლებენ. ასე, მაგალითად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეა. გენერალურ პროკურატურაში დავით საყვარელიძე ერთდროულად ორ თანამდებობას იკავებს – ის გენერალური პროკურორის მოადგილე და ასევე ოდესის ოლქის პროკურორია. ზურაბ ადეიშვილი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა, თუმცა მაშინვე გაირკვა, რომ ის ძებნაშია. უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გელა გეწაძეა. კიდევ უფრო საინტერესოდ არის საქმე ჯანდაცვის სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კვიტაშვილი, უმაღლესმა რადამ ოთხი მცდელობით ვერ გადააყენა. ქართველი რეფორმატორების გუნდს კი ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში, რომელმაც ოლქის პრაქტიკულად ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაზე კონტროლი დაამყარა. ოდესის მილიციას სათავეში უდგას საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ლორთქიფანიძე. ოლქის პროკურატურას ფორმალურად დავით საყვარელიძე ხელმძღვანელობს, რეალურად კი მას საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა უდგას სათავეში. ამ დღეებში „პეტრო პოროშენკოს“ ბლოკის დეპუტატმა დიმიტრი გოლუბევმა მიხეილ სააკაშვილი გამოძალვაში დაადანაშაულა. “სააკაშვილი ოდესაში რეკეტით არის დაკავებული. მსხვილი ბიზნესმენები და საწარმოთა ხელმძღვანელები მისი მრჩევლისგან წერილებს იღებენ, რომელშიც ქველმოქმედებაზე 2,5 მილიონი გრივნის გადახდის თხოვნაა. ასევე ამ გზავნილებს დიდი მადლობები ერთვის თან“, – განაცხადა დეპუტატმა ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში. მისი თქმით, ასეთ თხოვნას, ბუნებრივია, ბისნესმენები უყურადღებოდ ვერ დატოვებენ, ვინაიდან მათზე მაშინვე ხორციელდება ლორთქიფანიძის და ზოდელავას ადამიანების ზეწოლა. ერთი შეხედვით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ქართველი ჩინოვნიკების ძალზე უცნაურ დანიშვნებს სინამდვილეში სერიოზული პოლიტიკური მიზეზი აქვს. იაცენიუკი რომ არ ჩავთვალოთ, უკრაინაში არის მხოლოდ ორი ძალა, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლებაში წარმომადგენლობა ჰყავს. ესენია: პრეზიდენტის პარტია და სააკაშვილის გუნდი. მაშ, როგორ შეძლო სააკაშვილმა საკუთარი ხალხი ამდენ თანამდებობაზე დაენიშნა მაშინ, როდესაც ქვეყანაში რეალური დასაყრდენი არ ჰყავდა? ამ კითხვას ნათელს ჰფენს ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელებული მურთაზ ზოდელავას და ქართველი დეპუტატის გიორგი ვაშაძის მოლაპარაკება. ვაშაძე ერთი პერიოდი აქტიურად განიხილებოდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პოსტზე დასანიშნად, მაგრამ საბოლოოდ სააკაშვილმა პოროშენკო ორ თანამდებობაზე ერთდროულად საკუთარი ადამიანის დანიშვნაზე ვერ დაითანხმა და უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ დავით საყვარელიძე დანიშნა. ვაშაძესთან საუბრის დროს ზოდელავა აცხადებს, რომ სააკაშვილი აპირებს პოროშენკოს დაშანტაჟებას და ოპოზიციაში გადასვლით იმუქრება“, –წერს გამოცემა Українська революція.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები