გიორხელიძე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაზე: ვფიქრობ, კონფლიქტის გარეშე სიტუაცია არ დაიწმინდება

ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. გიორხელიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდეს და კონფლიქტამდე მივიდეს.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ თუ რუსეთ – თურქეთის დაპირისპირება გართულდება, საქართველოს იმპორტს და ექსპორტს პრობლემა აუცილებლად დაუდგება.
„ძალიან საშიში დაპირისპირებაა, სასურველი არ არის, რომ დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს. ორი ასეთი დიდი ქვეყნის დაპირისპირება კარგს არაფერს უქადის საქართველოს. ახლო აღმოსავლეთში ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ, როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები ბოლომდე ეცდებიან, მაქსიმალურად დააზიანონ ერთმანეთი. ამ პროცესებში ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხარე. ჩვენთვის საყურადღებოა დღევანდელი სიტუაცია. თუ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება გართულდება, აუცილებლად დაუდგება პრობლემა ჩვენს იმპორტს და ექსპორტს. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გართულება გამორიცხული არ არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა მასშტაბის გართულება მოჰყვება ამას, ვფიქრობ, კონფლიქტის გარეშე სიტუაცია არ დაიწმინდება.
თუ მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები არ შეთანხმდნენ დასახელმწიფოებრიობაზე და სად იქნება სახელმწიფოების საზღვრები, სად იქნება გლობალური გადაწყვეტა, რომ აღმოსავლეთში მოვიდეს სიმშვიდე, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა. ეს არის დენთის კასრი, რომელიც ასაფეთქებლად მზად არის და აფეთქება გარდაუვალი იქნება“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები