თეა წულუკიანი: ყველა ქალს აქვს უფლება, აირჩიოს, როდის და ვისთან შექმნას ოჯახი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საქორწინო ასაკის შეზღუდვას ეხება. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანები თხოვდებიან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ქორწინება, რომელიც ჩუმად ფორმდება, უნდა იყოს დასჯილი.
მისივე თქმით, 16 წლის ასაკს ქვევით ქორწინების შემთხვევები მკაცრად უნდა დაისჯოს.
“საუბედუროდ, ხანდახან არის, რომ 11, 12, 13, 14, 15 წლის ბავშვები მამაკაცებს მოჰყავთ ცოლად. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვერცერთი ასეთი დანაშაული, რომელიც ჩუმად, ქორწინებების სახით ფორმდება, ვერ დარჩება დაუსჯელი.
რაც შეეხება 16 წლის ასაკში მშობლის ნებით ქორწინებას, კარგია, რომ ეს უქმდება, რადგან ხდება ისეც, რომ ძალიან ბევრი მშობელი გავლენას ახდენს საკუთარი შვილის არჩევანზე და ეს უფრო ხშირად გოგონების შემთხვევაშია. მშობლები აიძულებენ 16 წლის გოგონას, იმას გაჰყვეს ცოლად, ვისთანაც ცხოვრება მის შვილს არ სურს. მაგრამ 16 წლის ასაკს ქვევით თითოეული შემთხვევა, როგორც კი მამაკაცი გაბედავს და 12, 13 და 16 წლამდე ასაკის გოგონას წაართმევს განვითარების, თავისუფლების და არჩევანის უფლებას, უნდა მკაცრად დაისაჯოს. ყველა ქალს აქვს უფლება, აირჩიოს, როდის და ვისთან შექმნას ოჯახი”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები