სუბარის მეუღლე ავარიაზე: უბედურება დაგვატყდა თავს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება.
„უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები… გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში, რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად, მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს. სოზარი მივლინებით მიდიოდა სამეგრელოში. მძღოლი და სოზარი მსუბუქად დაშავდნენ“, – წერს თამთა ყუბანეიშვილი.
მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს თავად სოზარ სუბარიც. მინისტრი თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. გუშინ, გვიან ღამით სამტრედია-აბაშის გზაზე დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მეორე ავტომანქანის მძღოლი, 68 წლის ემზარ ხონელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები