თეა წულუკიანი: კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და სოფელ დიღომს მიხედოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის მერს, დავით ნარმანიას მოუწოდებს, სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურული პრობლემებით უფრო მეტად დაინტერესდეს.
„მოვუწოდებ თბილისის მერს, რომ სოფელ დიღმით უფრო მეტად დაინტერესდეს და ის რამდენიმეკილომეტრიანი გზა, რაც დაიგო, მართალია, სანიაღვრეების გარეშე, ჩვენდა სამწუხაროდ და ამით ვართ უკმაყოფილო, ძალიან მალე დასრულდება და თბილისის საქალაქო სასამართლომდე ჩავა. ასევე, ცენტრალური გზა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გადათხრილია, ყინვების დაწყებამდე, უნდა დასრულდეს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, სოფელ დიღომში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა არსებობს.
„მე ვცხოვრობ სოფელ დიღომში და ამ თემაზე ბატონ მერთან, დავით ნარმანიასთან არა მხოლოდ ბევრჯერ მისაუბრია, არამედ, ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც, იმიტომ, რომ სოფელი დიღომი მიშამ შეუერთა თბილისს და თუ ჩვენ ვართ თბილისის ნაწილი, კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და სოფელ დიღომს მიხედოს. ამჟამად, მიმდინარეობს გზის გაჭრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არ არსებობდა, იმიტომ, რომ „ნაციონალებმა“ სოფელი დიღომი თბილისს შეუერთეს, მაგრამ იქ ინფრასტრუქტურა არ აინტერესებდათ. მიმდინარეობს გზის გაჭრა თბილისის საქალაქო სასამართლომდე, მაგრამ ნელი ტემპით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები