ირაკლი შოთაძე საკონსულტაციო საბჭოს ქმნის, რომელიც პროკურორების მუშაობას გააკონტროლებს

მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო იქმნება, რომელიც პროკურორების გადაცდომებს, ასევე დაწინაურების და მათი მუშაობის შეფასების საკითხს განიხილავს.
როგორც მთავარმა პროკურორმა დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მოხდება გამომძიებლებისა და პროკურორების მუშაობის შეფასება. მისივე განმარტებით, საბჭო ასევე განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის პროკურორთა წახალისება თუ დაწინაურება. ამასთანავე, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორი სისტემის ყველა რგოლის ხელმძღვანელს ხვდება და სამოქმედო გეგმას აცნობს.
მისი თქმით, გადაცდომების შემთხვევაში, განიხილება პროკურორების დასჯის საკითხი.
მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ საკითხი გადაწყდება არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიურად, საბჭოს ფარგლებში.
ირაკლი შოთაძემ მიმდინარე შეხვედრაზე მისი პროგრამის სხვა მიმართულებების შესახებაც ისაუბრა.
მისივე თქმით, პროკურორებისა და გამომძიებლების შეფასება მოხდება ერთიან ელექტრონულ სისტემაში. კერძოდ, მისი თქმით, იარსებებს პროგრამა, სადაც იქნება კრიტერიუმების საფუძველზე მუშაობის შეფასება. თუმცა, როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, მხოლოდ ამ სისტემით არ მოხდება გარკვეული მუშაობის შეფასება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ პროკურორებისა და გამომძიებლების მუშაობა ობიექტურად შეფასდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები