მონტენეგრომ ნატოსგან ოფიციალური მიწვევა მიიღო
უელსში 2 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება ალიანსში ჩერნოგორიის ოფიციალური მიწვევის შესახებ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მან ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ისტორიული ნაბიჯი, რომელიც დასავლეთ ბალკანებისთვის „ღია კარის“ პოლიტიკას ადასტურებს“. ამ გადაწყვეტილებას ნატოს 28-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა. სტოლტენბერგი ოფიციალურ დოკუმენტს მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ლუკშიჩის სახელზე გააგზავნის. ამის შემდეგ გაადწყვეტილებას მონტენეგროს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ნატოს წევრები ალბანეთი და ხორვატია გახდნენ, ხოლო მაკედონია და ბოსნია ალიანსში გაწევრიანების კანდიდატები არიან.