კომპანია „რუსთავის წყალი“ სამომხმარებლო ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომპანია “რუსთავის წყალის” მენეჯმენტის განცხადებით, ტარიფის 20%-იანი შემცირებით კომპანიის შემოსავალი 3 მილიონით ლარით მცირდება.
როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, ტარიფის შემცირების შედეგად, „რუსთავის წყალი“ წამგებიანი ხდება, კომპანიის მენეჯმენტი კი ვერ დაუშვებს წამგებიანი სამუშაოების განხორცილებას, რაც ნიშნავს, რომ ქალაქ რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში 2016 წლისთვის დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები ვეღარ განხორციელდება.
თავის მხრივ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მომხმარებლის ხარისხიან და საიმედო წყალმომარაგებას. კომპანია „რუსთავის წყალი“ მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო, რაც, ერთი მხრივ, აზიანებს ბიზნესს და, მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ხარისხიან და სტაბილურ წყალმომარაგებას, სემეკს ეკისრება.