დავუთოღლუ – რუსეთის სანქციებს მისთვისაც ნეგატიური ეფექტი ექნება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი შეეცდება, მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური ეფექტი სანქციებისგან, რომელიც მას რუსეთმა დაუწესა. ამასთანავე, თურქეთის პრემიერი რუსეთს სანქციების ნაცვლად მოლაპარაკებას სთავაზობს.
მან აღნიშნა, რომ ანკარამ უკვე გადაადგა ნაბიჯები, რათა საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის საკითხში დანაკარგები მინიმუმდე შემცირდეს.
„ბიზნესმენებს საპანიკო არაფერი აქვთ. ამ საკითხებში ჩვენ აქტიურად ვეძებთ ალტერნატიურლ ვარიანტებს“, – განაცხადა დავუთოღლუმ ტელეარხ Haberturk-თან ინტერვიუში. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ასევ აღნიშნა, რომ ანკარასაც შეუძლია რუსეთის სანქციების საპასუხოდ გარკვეული ზომების მიღება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ამის გაკეთება თურქეთს არ მოუწევს.
„თუ ჩვენსა და რუსეთს შორის ვაჭრობაში და ენერგომატარებლების საკითხებში დანაკარგები მოხდება, ის ორმხრივი იქნება. ამიტომაც, ემბარგოს ნაცვლად, რომელიც ორივე მხარეს აზიანებს, რუსეთს დიალოგს ვთავაზობ“, – განაცხადა დავუთოღლუმ. რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გართულდა, რაც თურქულმა ავიაგამანადგურებელმა სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები