”მექანიზატორის” ტექნიკური პარკი, ძირითადად, თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტექნიკითაა წარმოდგენილი(ვიდეო)

”მექანიზატორის” ტექნიკური პარკი, ძირითადად, თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტექნიკითაა წარმოდგენილი.
”მექანიზატორის” საკუთრებაშია 98 კომბაინი, 1095 ტრაქტორი და 7372 სხვადასხვა სახის სასოფლო – სამეურნეო სახის მისაბმელი ტექნიკა.
კომპანიის პარკის შემადგენლობაში ისეთი მსოფლიო ბრენდებია წარმოდგენილი, როგორიცაა: New Holland, John Deer, Claas, Sampo, Zetor, NARDI, Kuhn, Pietro Morro, Kivi-Pekka, Grimme, Gasspardo-Maschio, Hortech, JJ Broch, Tortella, Belarus და სხვა.
შპს „მექანიზატორი“ საქმიანობს აგრარულ სექტორში და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მცირე და მსხვილი ფერმერების მომსახურება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა (ფერმერთა) ინფორმაციით უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა და ტრეინინგების ჩატარება; სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
კომპანია ქვეყნის მასშტაბით 80-მდე სახეობის სხვადასხვა აგროოპერაციას ახორციელებს. იხილეთ ვებგვერდზე www.mechanization.ge    (R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები