ირაკლი შოთაძე პროკურატურის ხელმძღვანელ პირებს სამოქმედო გეგმას გააცნობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურატურის სისტემის ყველა რგოლის ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავს და სამოქმედო გეგმას გააცნობს. აღნიშნული შეხვედრა დღეს 13:00 საათზეა დაგეგმილი.
შეხვედრას მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების, სამმართველოების ხელმძღვანელები, საოლქო პროკურორები, რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები, საგამოძიებო ნაწილისა და განყოფილების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები, ასევე საპროკურორო საბჭოს ყველა წევრი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები