იან კელი ISIS-თან შესაძლო კავშირისთვის ოთხი პირის დაკავების ფაქტს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირისთვის ოთხი პირის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც ელჩი განმარტავს, საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

“საქართველოს სახიფათო სამეზობლო ჰყავს, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის საზღვრის მიღმა თანამშრომლობას, ბევრი რამ კეთდება საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მაგალითად. ინფორმაციის გაცვლის კუთხით ჩამოყალიბებულია თანამშრომლობა. აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება”,- განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები