დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “როსსელხოზნადზორის” ოფიციალური წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბული არ უნდა იყოს.
“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, არ მოხდეს ესკალაცია და პირიქით, რაც შეიძლება მალე ამოიწუროს კონფლიქტი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის შეტანა აიკრძალება. ეს აკრძალვა ძალაში რამდენიმე კვირაში შევა. ალექსეი ალექსეენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას ამ მხრივ უკმარისობა არ ექნება. მისი თქმით, რუსეთი ასეთ პროდუქტებზე ძლიერად არ არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანამ მისი წარმოება ჩრდილოეთ კავკასიაში, ყუბანში, სტავროპოლში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში გაზარდა.
“ამ ინფორმაციამ ხილისა და ბოსტნეულის შესახებ აშკარად გაახარა ჩვენი სხვა მეზობლები: იმიერკავკასია, სომხეთი. ეს ინფორმაცია ძალიან დადებითად აღიქვეს საქართველომ და აზერბაიჯანმა და ისინი არსებითად გაზრდიან თავიანთი პროდუქციის მიწოდებას. განსაკუთრებით ხარისხიანი პროდუქციის მოწოდებისთვის მზადაა ირანი”, – განაცხადა ალექსეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები