“თბილისის ბაროკო ფესტივალი 2015” – ის ფარგლებში ქრისტინე ბუშის მასტერკლასი გაიმართება
“თბილისის ბაროკო ფესტივალი 2015” -ის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი მევიოლინის, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის და შტუტგარტის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის პროფესორის, ქრისტინე ბუშის მასტერკლასს 2015 წლის 4 დეკემბერს „სინფონიეტა სთეიჯი“ უმასპინძლებს. მასტერკლასში მონაწილეთა ასაკი უნდა აღემატებოდეს 16 წელს. რეპერტუარი: ბაროკოს და კლასიციზმის პერიოდის კომპოზიტორთა მუსიკაა. თუ მონაწილეს აქვს სურვილი, მასტარკლასზე წარმოსადგენი ნაწარმოები ფორტეპიანოს აკომპანიმენტით შეასრულოს, ასეთ შემთხვევაში მონაწილემ თავად უნდა იზრუნოს აკომპანიატორის მოწვევაზე.