„კინო და სოციალური ცვლილებები“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

 ,,კინო და სოციალური ცვლილებების” მესამე გამოშვების პროგრამა ერთ-ერთი ნაწილია თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალისა, რომელიც 1-5 დეკემბერს გაიმართება თბილისში.
კინოჩვენებების გარდა, ჩატარდება მასტერკლასები, ლექციები, დისკუსიები და დებატები კითხვა-პასუხის რეჟიმში ყველაზე პრობლემატური საკითხების შესახებ.
,,კინო და სოციალური ცვლილებები“ არის საერთაშორისო კინოპროექტი, რომელიც აერთიანებს დოკუმენტურ და სრულმეტრაჟიან ფილმებს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური თემატიკის გარშემო. მოიცავს არა მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ ფილმებს, არამედ – დისკუსიებს, ლექციებს, დებატებს კითხვა-პასუხის რეჟიმში და მასტერკლასებს. პროგრამის კურატორები არიან: პოლონეთში ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გაზეთის მთავარი რედაქტორი, ,,სოლიდარობის მოძრაობის“ ლეგენდარული წევრი – ადამ მიხნიკი და რიჩარდ პენა – კოლუმბიის უნივერსიტეტის კინომცოდნეობის პროფესორი, ლინკოლნის ცენტრის ,,კინო-საზოგადოების“ პროგრამის ხელმძღვანელი და ნიუ – იორკის კინოფესტივალის დირექტორი 1988-2012 წლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები