გიორგი მღებრიშვილი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ესტონეთის ელჩს პრიიტ ტურკს შეხვდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიორგი მღებრიშვილი სტუმარს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

მხარეებმა ასევე სამართალდაცვით სფეროში, მათ შორის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

შს მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერდანაშაულის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ესტონელი კოლეგების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები