გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანელ ბიზნესმენებთან საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკური შესაძლებლობები მიმოიხილა

ლონდონში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის – „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში, ბრიტანეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა. მან ბრიტანელ ბიზნესმენებთან საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკური შესაძლებლობები მიმოიხილა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის მზარდი მნიშვნელობა გლობალურ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში. საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემო, რასაც ხელს უწყობს მრავალი მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმა, რაც სათანადოდ აისახა წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში.
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა ქვეყნის პრიორიტეტია მოიზიდოს მეტი ევროპული ინვესტიცია და ევროპელ ბიზნესმენებს შესთავაზოს საქმიანობის თანამედროვე და ევროპული რეგულაციები. მან ისაუბრა ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლიმენტაციის პროცესზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც DCFTA რეჟიმი იძლევა, მათ შორის ევროპელი ინვესტორებისთვის.
სავაჭრო-საინვესტიციო ფორუმს 20-მდე წამყვანი ბრიტანული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ გამოხატეს ინტერესი საქართველოში ბიზნეს პროექტების განხორციელებით. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა წარადგინა, მანვე შეხვედრის დასასრულს ბრიტანელი ბიზნესმენების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები