ქართველი სტუდენტების საფრანგეთში სწავლა დაფინანსდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, განათლების საერთაშორისო ცენტრს, უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო მობილობის ფრანგულ სააგენტო „კამპუს ფრანსსა“ და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, ოცამდე ქართველი სტუდენტის საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ.
მემორანდუმს ხელს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე და ფრანგული მხარის წარმომადგენელი – საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რენო სალენსი მოაწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები