„პენსიის გაზრდა არჩევნებთან გაიგივებული არ უნდა იყოს“
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პენსიის გაზრდის გადაწყვეტილება გაიგივებული არ უნდა იყოს არც არჩევნების მოახლოებასთან და არც პიართან.
ხუნდაძის ინფორმაციით, პენსიის 20 ლარით გაზრდის საკითხი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში ასახულია.
“ეს გადაწყვეტილება გაიგივებული უნდა იყოს სახელმწიფოს დამოკიდებულებასთან საკუთარი მოქალაქეების – განსაკუთრებით პენსიონერების მიმართ. ამასთან, სურვილის თანხვედრა უნდა მოხდეს იმ შესაძლებლობებთან, რაც ქვეყანას გააჩნია. სწორედ ასეთი თანხვედრაა პენსიის 20 ლარით გაზრდა”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
პარლამენტში დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი შევიდა.