ლონდონში “უორდროპის დიალოგის” მეორე შეხვედრა გაიმართა

ლონდონში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ყოველწლიური დიალოგის “უორდროპის დიალოგის” მეორე შეხვედრა გაიმართა.
თემატურ სესიებს საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, დიდი ბრიტანეთის მხრიდან კი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელი მაიკლ ტეტემი ხელმძღვანელობდა.
უორდროპის დიალოგის მეორე შეხვედრა ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და უსაფრთხოებას დაეთმო.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს უწყებათაშორისო ჯგუფი მონაწილეობდა თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურისა და კრიზისების მართვის ცენტრის წარმომადგენელების სახით.
განიხილეს დიდი ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის არსებული მიმართულებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები