ლილოში ფარშევანგი იპოვეს

ლილოს დასახლებაში, ფარშევანგი იპოვეს. მოქალაქეების მიერ ნაპოვნი ფრინველი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ზოოპარკს გადასცა.
როგორც ზოოპარკის წარმომადგენლები ამბობენ, ფარშევანგი მათი არ არის, რადგან 13 ივნისის სტიქიის დროს მათ სტიქია არ შეხებიათ.
„ჩვენმა ვეტექიმებმა დაათვალიერეს ფრინველი, მას არანაირი ტრავმა არ აღენიშნება, კარგად გრძნობს თავს, ფრინველს არ ჰქონდა ფრთები დაჭრილი და, შესაბამისად, ალბათ, ასე მოახერხა გაფრენა. როგორც ჩანს, ვიღაცას ჰყავდა“, – აღნიშნა ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ. საიდან მოხვდა ფარშევანგი თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები