ირაკლი ღარიბაშვილი კლიმატის ცვლილებების კონფერენციის ლიდერთა ღონისძიების გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობს.
პრემიერი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით იმყოფება.
საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს კონფერენციის ლიდერთა ღონისძიების გახსნას დაესწრო. ღონისძიება, რომელსაც 150-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა მიმართეს, რომელიც COP21-ის თავმჯდომარედ აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები