ზუგდიდის რაიონში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე.
შედგა შესაბამისი აქტი.