ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანს სამუშაო ვახშამზე მცხეთაში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს სამუშაო ვახშამზე მცხეთაში უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის მთავარი საკითხები არაფორმალურ გარემოში კიდევ ერთხელ განიხილეს. სამუშაო ვახშამს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები