ჟირინოვსკი – სტამბოლი ბირთვული ბომბით უნდა გავანადგუროთ
რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირონოვსკი თურქეთზე ბირთვული შეტევის განხორციელებას ითხოვს. ეს განცხადება მან რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვის“ ეთერში გააკეთა.
„სტამბოლის განადგურება უმარტივესია. საკმარისია ბოსფორის სრუტეში ერთი ატომური ბომბის ჩაგდება და ქალაქს უზარმაზარი ტალღა წალეკავს. ეს იქნება საშინელი წყალდიდობა – წყალი 10-15 მეტრის სიმაღლეზე ავა და ქალაქი აღარ იქნება, იქ კი 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“, – აცხადებს ჟირინოვსკი.
„ლიბერალ-დემოკრატების“ ლიდერს მიაჩნია, რომ თურქეთის მოკავშირეები არ ჩაერევიან, ვინაიდან არ სურთ ატომურ ხანძარში დაღუპვა. ჟირინოვსკის თქმით, რუსეთის ნომერ პირველი მტერი დღეს თურქეთია. მისი განცხადებით, თურქეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და გენერალური შტაბი „გაცოფებულია“. „მათ არ იციან, რა შეიძლება მოხდეს. მე მათ ადგილზე თურქეთზე უძლიერესი დარტყმის შიში მექნებოდა. საკმარისია პრეზიდენტის ერთი უგუნური მოქმედება და თურქეთისგან არაფერი აღარ დარჩება“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.