"ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მალე დასრულდება"

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მალე დასრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კადრების ავთენტურობა და წარმოშობა შესასწავლია.
“ამ კადრების წარმოშობა, ავთენტურობა, რეალობა – ეს ყველაფერი შესასწავლია და და ასე სპონტანურად განცხადებას ვერ გავაკეთებთ. გამოძიება საბოლოოდ უნდა დასრულდეს და გაიგოს საზოგადოებამ, რა მოხდა სინამდვილეში. ცხადია, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მალე დასრულდება”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო “იუთუბიზე” უცნობი პირის ვინმე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები