„ერისიონის“ კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 27 ნოემბერს, 19:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი”, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული შოუპროგრამით წარდგება.
18:00 საათზე ფილარმონიის ფოიეში იგეგმება ანსამბლ “ერისიონის” საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია. ალბომში წარმოდგენილია თანამედროვე “ერისიონი” და 130 წლის ისტორია. უძველესი ანსამბლი უკვე საუკუნეზე მეტია სცენაზე აცოცხლებს მრავალსაუკუნოვან ქართულ ხელოვნებას, რომელიც მსოფლიოს აოცებს. “ერისიონი” ბოლო 30 წელია კონცერტებს მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე წარმატებით მართავს და ქართულ ფოლკლორზე დაყრდნობით შექმნილ შოუპროგრამებს წარადგენს.
“ამაზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურებებიც მეტყველებს. “ერისიონი” ფლობს ოქროს დისკს, რომელიც 2002 წელს გადაეცა პარიზში, რაც ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ასევე, “ერისიონის” ჰანგები კომპანია “უნივერსალის” მიერ გამოცემულ მუსიკალურ კრებულში მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების, მერკურის, მარია კალასის, კაბალიეს, პავაროტის, კარერასისა და სხვათა გვერდით არის წარმოდგენილი. “ერისიონის” მიერ ნამღერი „ჩაკრულო“ კი „ნასამ“ კოსმოსში გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები