აზერბაიჯანში სპეცოპერაციას 2 პოლიციელი და 4 ტერორისტი ემსხვერპლა

აზერბაიჯანში, სოფელ ნარდარანში ტერორისტული დაჯგუფება „მულიმების ერთობის“ აყვანის ოპერაციას 2 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორმხრივი სროლისას 4 ტერორისტი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექსტრემისტებმა მოძრაობა „მუსულმანების ერთობა“, ხელისუფლების ხელში ჩაგდების, არსებული კონსტიტუციური წყობის შეცვლის და შარიათის კანონების საფუძველზე რელიგიური სახელმწიფოს შექმნის მიზნით შექმნეს. დაჯგუფების უკანონო ქმედებების აღმოსაფხვრელად და დაჯგუფების წევრების დასაპატიმრებლად, სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩატარეს. ექსტრემისტებმა ცეცხლი გაუსხნეს პოლიციელებს, რის შედეგადაც 2 პოლიციელი დაიღუპა.
სამართალდაცველებმა ტერორისტებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლისას 4 ექსტრემისტი განადგურდა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. დაჯგუფების ლიდერთან ერთად, პოლიციამ 14 დამნაშავე დააკავა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იარაღი და ნაღმები. მომხდართან დაკავშირებით, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მიმდინარეობს გამოძიება და დაჯგუფების სხვა წევრებისა და დაფინანსების წყაროების გარკვევის მიზნით, ოპერატიული ღონისძიებები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები