პროკურატურა გავრცელებულ კადრებზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს
სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების შესახებ გავრცელებულ კადრებზე მთავარი პროკურატურა კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის საზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ განუცხადა.
როგორც დოლიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, პროკურატურა ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, მან სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურორს უკვე მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.