ლიბანური მედია – სირიის ქალაქში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ

50-მდე ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ თურქეთის საზღვარი გადაკვეთა და სირიის ქალაქ ენ-ალ-არაბში ჩავიდა. ისინი ადგილობრივ ქურთებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში უნდა დაეხმარონ. ინფორმაციას ლიბანური ტელეარხი „ალ-მაიადინი“ ავრცელებს. არხის ინფორმაციით, ეი-ალ არაბში 50 ამერიკელი ჯარისკაცი და სამხედრო ჩავიდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურ სტრუქტურებს არ დაუდასტურებიათ. ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში სპეციალური დანიშნულების ძალების გაგზავნაზე თანხმობა მისცა, რომლებიც ქურთ მოხალისეებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა დაეხმარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები