ერდოღანის თქმით, თუ თურქეთის საჰაერო სივრცე დაირღვევა, თვითმფრინავები კვლავ განადგურდება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ ქვეყნის საჰაერო სივრცე მომავალში კიდევ დაირღვევა, ის ისევე მოიქცევა, როგორც „სუ-24“-ის შემთხვევაში. შესაბამისი განცხადება ერდოღანმა ანკარაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობს არ ყიდულობს.
„ყველამ ძალიან კარგად იცის, სად ვყიდულობთ ჩვენ ენერგომატარებლებს. ეს არის რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი და, ნაწილობრივ ერაყი. თუ ჩვენ ISIS-სგან ნავთობის შეძენაში გვადანაშაულებენ, კეთილი ინებონ და დაამტკიცონ. და თუ თქვენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების წყაროებს ეძებთ, პირველ რიგში, ასადის რეჟიმზე და მის მხარდამჭერებზეა საუბარი“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო, რომელმაც მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები