ავღანეთში პაკისტანელი ექსტრემისტების ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურეს

პაკისტანური ექსტრემისტული დაჯგუფების „ტეხრიკ-ი-თალიბან პაკისტანის“ ლიდერი საიდ ჰანი აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის შედეგად მოკლეს. „ბოევიკი“ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გაანადგურეს.
პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავმა ჰოსტის პროვინციაში ერთ-ერთ სახლს, სადაც „თალიბების“ საველე მეთაურების შეკრება მიმდინარეობდა, რაკეტა ესროლა. საიდთან ერთად კიდევ 12 „ბოევიკი“ გაანადგურდა, ხოლო 20 დაიჭრა.
საიდ ჰანს პაკისტანის „თალიბების“ იერარქიაში ერთ-ერთი წამყვანი პოსტი ეკავა. 2014 წელს მან „ბოევიკების“ უმაღლესი ლიდერის, მულა ფაზრულის დამორჩილებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ საკუთარ რაზმს უხელმძღვანელებდა, რომელიც პაკისტანის ცენტრალური ხელისუფლებისა და უშიშროების ძალების წინააღმდეგ დივერსიულ ომს გააგრძელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები