გოგლა ჟვანია: ეს ფოტოები დღეს პირველად არ მინახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შესახებ პირველ კომენტარს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა აკეთებს. როგორც გოგლა ჟვანიამ „კვირასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის ეს ფოტო-მასალა ნაცნობია და გამოქვეყნებამდე გაცილებით ადრე ნახა.
„ჩემთვის უცნობია, ვინ გაავრცელა ეს კადრები სოციალურ ქსელში. ეს ფოტოები მე დღეს პირველად არ მინახავს, გაცილებით ადრე ვნახე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროკურატურას“, – აღნიშნა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.